“საჯარო მოხელეებო, გამოფხიზლდით“ - ჯანდაცვის სამინისტროსთან სინდისის პატიმრების მშობლებმა აქცია გამართეს

05.12.25 13:33
“საჯარო მოხელეებო, გამოფხიზლდით“ - ჯანდაცვის სამინისტროსთან სინდისის პატიმრების მშობლებმა აქცია გამართეს

“საჯარო მოხელეებო, გამოფხიზლდით, თავისუფლება რეჟიმიის ტყვეებს“ - ეს შეძახილები ისმოდა ჯანდაცვის სამინისტროსთან ცოტა ხნის წინ.

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა მიხეილ სარჯველაძის სამსახურთან გიგანტური საპროტესტო ბანერი გაშალეს. მათ საჯარო მოხელეებს მოუწოდეს, არ დახუჭონ თვალი უსამართლობაზე. მათ აინტერესებთ, სად იყო ჯანდაცვის სამინსიტრო, როდესაც რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდნენ.

ნუთუ ახლა ამდენ სართულში, საჯარო მოხელეებში, ერთ-ერტში მაინც არ გაიღვიძებს ის გრძნობა, რომ ეს ხალხი მოწამლეს. იქ ხომ შეიძლება მათი შვილები, მეგობრები, მეზობლები და ოჯახის წევრებიც იდგნენ, ეს კოშმარია. მე როგორც ექიმი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, დაგვეხმარეთ, ჩვენ მოგვწამლეს, ჩვენი შვილები მოწამლეს, ჩემ ოჯახს ეჭვიც აქვს და უკვე დადასტურებულადაც შემიძლია ვივარაუდო, რომ ჩემი შვილი საერთოდ ციხეში მოწამლეს. ეს არის ძალიან სკანდალური ამბავი, რაზედაც მსოფლიო თანამეგრობობამ პასუხი უნდა გასცეს. ეს არ უნდა გაუვიდეთ, - განაცხადა ეკა წერეთელმა.

უფლებადამცველის, მარიკა არევაძის თქმით, ჯანდაცვის სამინსიტროსთან იმიტომ შეკრიბნენ, რომ ეს არის უწყება, რომელიც ვალდებულია ადამიანების ჯანმრთელობაზე იზრუნოს.

რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ საჯარო დაწესებულებებთან აქციებს და მათთვის ხმის მიწვდენას იმ რეალობასთან დაკავშირებით, რაც რეალურ საქართველოში არსებობს და არა “ოცნების“ საქართველოში. ამ შემთხვევაში, ჩვენ დამატებით ასევე, ჯანდაცვის სმინისტროსთან გადავწყვიტეთ მოსვლა, რადგან ეს არის უწყება, რომელიც ვალდებულია ადამიანების ჯანმრთელობაზე იზრუნოს. ეს არის უწყება, რომელმაც არაფერი მოიმოქმედა 1 წლის წინ, როდესაც ადამიანები ლამის სიკვდილამდე იყვნენ ნაცემები და 1 წლის, როდესაც, თურმე ჩვენს მიმართ გამოუყენებიათ ქიმიური იარაღი, - განაცხადა მარიკა არევაძემ.

სინდისის პატიმრების მშობლები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება და ყველა უწყებასთან მივლენ. 

მსგავსი სიახლეები