ყაჩაღობა ბარკალაიას სახლში - გამოძიებას ჩვენება ერთ-ერთმა დაკავებულმა მისცა

05.12.25 13:38
ყაჩაღობა ბარკალაიას სახლში - გამოძიებას ჩვენება ერთ-ერთმა დაკავებულმა მისცა

მცხეთის რაიონული სასამართლო გელა ბარკალაიას სახლის დაყაჩაღების მცდელობაში ბრალდებული მამაკაცების პროცესი მიმდინარეობს.  

როგორც “პირველებმა“ გაარკვია, ორი დაკავებულიდან საქმეში მხოლოდ ერთი მათგანის ჩვენება დევს. პროკურატურის მტკიცებით, ეს არის მუშა, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში საგურამოში სახლის სარემონტო სამუშაოებზე იყო დასაქმებული.

ადვოკატის თქმით, მან ჩვენება მისცა, თუმცა ყველა ის მოქმედება უარყო, რაზედაც გამოძიება მიუთითებს. 

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, გამოძიების ეტაპზე გამოკითხულია, მან რა თქმა უნდა უარყო ის მოქმდება, რასაც საორიენტაციოდ ფიქრობს გამოძიება, რომ თითქოს მან ჩაიდინა. იყენებს კანონით მინჭებულ დუმილის უფლებას. მოვითხოვთ, რომ არ უნდა შეეფარდოს არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, თუმცა, ალტერნატივის სახით, მაინც შევთავაზებთ გირაოს. 

საქმის მასალებთან დაკავშირებით, დუმილის უფლებას იყენებს, მეტს ვერაფერს გეტყვით. ის საგურამოში არ ცხოვრობს, გორში მუშაობს, - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.

ნივთების წარება ვერ მოახერხეს, ცემეს, გაკოჭეს, მიაბეს საწოლზე და ამ ცემის პარალელურად, სთხოვდნენ ფულადი თანხის და ძვირფასეულობის გადაცემას. ნაცემი იყო, იყო ცუდ მდგოამრეობაში, იმ დროისთვის საუბარიც უჭირდა, მისი გამოკითხვა მოხდა სამედიცინო დაწესებულებაში. დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ ამ მდგომარეობაში, თავად მოახერხა თავის დახსნა და შემდეგ მეზობელს დაურეკა, დახმარების მიზნით, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

პირებს, რომლებიც გამოძიებსი ინფორმაციით, გელა ბარკლაიას სახლში ყაჩაღობის მიზნით შევიდნენ, 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ - საქართველოს პროკურატურამ მცხეთის მუნიციპალიტეტში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

 

მსგავსი სიახლეები