დაგვეხმარეთ ჩვენი ფულის დაბრუნებაში! - აქცია კობახიძის ადმინისტრაციასთან

05.12.25 13:50
დაგვეხმარეთ ჩვენი ფულის დაბრუნებაში! - აქცია კობახიძის ადმინისტრაციასთან

„ვთხოვთ სამართალს - დააკავეთ ყველა დამნაშავე, დაგვეხმარეთ ჩვენი ფულის დაბრუნებაში!“ - ამ მოწოდებებით ირაკლი კობახიძის სამსახურთან აქცია იმართება.

მთავრობის ადმინისტრაციასთან "სფერო ჰოლდინგის" საქმიანობის გამო დაზარალებული მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. 

 დაზარალებულების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეზე უკვე დააკავეს ერთი პირი, დასაკავებელი კიდევ ბევრი ადამიანია და პასუხისმგებლობისგან ვერავინ უნდა გაექცეს.

ერთ-ერთი დამნაშავე, თაღლითი გიგა წულეისკირი დაკავებულია, გიორგი მურუსიძეზე გამოცხადებულია ძებნა და იმედია, ეს ადამიანი მალე იქნება დაკავებული და ჩამოყვანილი. ვითხოვთ სახელმწიფოსგან, ყველა სტრუქტურისგან, მაღალ ჩართულობას ამ საქმეშ, რათა ყველა დაზარალებულს დაურუნდეს კუთვნილი თანხები. საუბარია 600-მდე ოჯახზე, რომელიც ქუჩაში რჩება, რომელსაც ძალიან დიდი თანხა აქვს ცადებული და უკვე ვეღარ იხდიან ქირებს, - ამბობენ აქციის მონაწილეები. 

ქუჩაში ვიყავით, ორი სტუდენტის დედა ვარ. აი, რამდენი სესხი მაქვს, ამას ემატება ქირა. 28 ათასი ჩავდე გირაოში. ვითხოვთ დროულად გამოძიებას, თანხის დაბრუნებას, - ამბობს აქციის მონაწილე. 

ცნობისთვის, "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი (გიგა) წულეისკირი გუშინ დააკავეს, ხოლო გიორგი მურუსიძეზე ძებნა გამოცხადდა. 

  • საქმე ეხება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
  • თბილისის პროკურორის  თქმით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.

მსგავსი სიახლეები