რომელი ექიმები ირწმუნებიან, რომ ხალხი აქციაზე ქიმიური ნივთიერებით არ მოწამლულა

05.12.25 15:33
რომელი ექიმები ირწმუნებიან, რომ ხალხი აქციაზე ქიმიური ნივთიერებით არ მოწამლულა

ვინ ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ საშიში ნივთიერებით ხალხი არ მოწამლულა - ექიმ ლევან რატინის, ტოქსიკოლოგ თეიმურაზ კობიძის და ექიმ ეკა ქურდაძის მიერ სამთავრობო მედიისთვის მიცემული ინტერვიუების შემდეგ, "პირველები" დაინტერესდა, თუ დასვეს კითხვები ამ ექიმებმა - რა ნივთიერება გამოიყენს მომიტიგეების წინააღმდეგ.  

ბიბისითან ინტერვიუში „მსოფლიოში ტოქსიკოლოგიისა და ქიმიური იარაღის" წამყვანი ექსპერტი ამბობდა, რომ იმ სიმპტომებით, რომელსაც დაზარალებული აღწერენ, შეუძლებელია ვარაუდი, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მხოლოდ „მასის კონტროლის“ ისეთი ტრადიციული საშუალებები გამოიყენეს, როგორიცაა CS გაზი.  

თუ ლევან რატიანი და ორი ტოქსიკოლოგი პროფესორ კრისტოფერ ჰოლ-სტეჯის ამ ვერსიას უარყოფენ,  მაშინ რა დაადგინეს თავად . 

ეკა ქურდაძე ამტკიცებს, რომ ადამიანები საპროტესტო აქციაზე საერთოდ არ მოწამლულან. ექიმი, კობახიძის აღიარების მიუხედავად, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო, მაინც  ირწმუნება, რომ "ოცნებას" მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერება არ გამოუყენებია.

ეს ადამიანები საპროტესტო აქციაზე საერთოდ არ მოწამლულან. ქიმიური იარაღით მოწამვლა არის სხვა რამ. მე არ მაქვს ეჭვი, რომ ეს ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული. კობახიძემ რა თქვა არ მაინტერესებს. მე არავის სიტყვები არ მაინტერესებს. მოწამვლა დგება რამდენიმე საათში, მაშინ სად იყვნენ ეს პაციენტები?  რასაც თვლის სახელმწიფო, რომ ნებადართულია, მისი გამოყენება ნამდვილად იყო და მისი ეფექტები. მისი დიდი რაოდენობით გამოყენებაც შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის საზიანო. მის ეფექტს ნამდვილად ვხედავ, ბრმა არ ვარ და ძალიან მტკიცა გული, რომ აქამდე არ უნდა მივსულიყავით. ამას ვხედავ ძალიან კარგად.  მაგრამ იმის თქმა, რომ ქიმირუი ნივთიერება არ გამოყენებულა, ამის თქმა ნადვილად შემიძლია. მე არ ვამბობ, რომ ამით არ შეიძლება ადამიანი მომკვდარიყო. იმით შეიძლებოდა, გააჩნია საიდან მოხვდა ", - ამბობ ეკა ქურდაძე. 

ბბს-ის გამოძიებას ეჭვქვეშ აქყენებს რეანიმატოლოგი ლევან რატიანიც. ქურდაძისგან განსხვავებით, მას კითვებიც კი არ უჩნდება გამოიყენა თუ არა "ოცნებას" საკუთარი მოქალქეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერება.

რატიანი ამბობს, რომ მხოლოდ სამედიცინო მიმართულებით ინტერესდება და სხვა საკითხში კომპეტენტური არ არის.  

კვლევა, რომელიც არ აკმაყოფილებს სამ რაღაცას, ეს არის ნეიტრალურობა, ობიექტურობა,  აღნიშნულიდან გამომდინარე, მასზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია. მესამე ეს არის დარგის სპეციალისტობა. აქამდე, ამ პერიოდამ,დე როგორც ჩემთვის ცნობილია, არცერთ ტოქსიკოლოგს ამის შესახებ კითხვა არ გასჩენია, მე რა უფლება მაქვს რეანიმატოლოგს გამიჩნდეს კითვა. (ჟურნალისტი: არ გაინტერესებთ რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს?) მე ჩემი ქვეყნის ბედი მაინტერესებს, რომ გაბრწყინებული და ჯანმრთელი შთამომავლობა გვყავდეს. ვერ გეტყვით არ მაქვს ინფორმაცია. რაც მე ჩემი თვალით არ მინახავს, არ ვიცი. არ ვიცი, რა თქვა კობახიძემ, ამიტომ მას დაუსვი კითხვა, მე მკითხე ექიმობაზე, გიპასუხებ ყველაფერზე.  არაფერში, რაც ჩემთვის არაკომპეტენტური იყო, არ ჩავრეულვარ. რო ვიცოდე, (ქიმიურ ნივთიერებაზე) აუცილებლად გეტყვი", - ამბობს ლევან რატიანი.  

მსგავსი სიახლეები