საკმარისია გახარიასავით ვინმეს დასჯა დასჭირდეთ, უცებ გამოცხვება ბრალდება, რომ ვიღაც „განტევების ვაცმა“ ხალხი დაწამლა - ბუწაშვილი

05.12.25 16:45
საკმარისია გახარიასავით ვინმეს დასჯა დასჭირდეთ, უცებ გამოცხვება ბრალდება, რომ ვიღაც „განტევების ვაცმა“ ხალხი დაწამლა - ბუწაშვილი

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი არ გამორიცხავს, რომ “ოცნებას“ თუ დასჭირდება, მიუხედავად იმის, რომ ახლა ამტკიცებენ, აქციის დარბევისას ქიმიური ნივთირებები არ გამოყენებულაო, ვინმეს დასჯა თუ დასჭირდებათ, “უცბად გამოაცხობენ ბრალს“.

ბუწაშვილს ამის მაგალითად 2019 წლის 20 ივნისის ღამე მოჰყავს, როდესაც “ოცნება“ ამტკიცებდა, რომ შეუსაბამო საშუალებები არ გამოყენებულაო და გახარია დაწინაურდა, თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ იგივე თემა გახარიას მიმართ ერთ-ერთი მთავარი ბრალდებაა.

2019 წლის 20 ივნისის ღამეს რომ უამრავ ადამიანს მიადგა ჯანმრთელობის სერიოზული ზიანი და სრულიად შეუსაბამო საშუალებების გამოყენება მოხდა, ამაზე მაშინ ხელისუფლება და ქართული ოცნების მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და გახარია პრემიერადაც დააწინაურეს. ახლა აღმოჩნდა, რომ გახარიას მიმართ ერთ-ერთ მთავარ ბრალდებად იგივე “ქართული ოცნება“ 20 ივნისის ღამეს გამოყენებულ მეთოდებს იყენებს (სხვათა შორის, ჯანდაცვის სამინისტროს და საზ. ჯანდაცვის უწყებებს არც მაშინ ამოუღიათ ხმა და მათი მთავარი ფუნქცია - პოპულაციის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არც მაშინ შეასრულეს).
ჰოდა ახლა კი გვიმტკიცებენ, რომ უკანონო ქიმიური საშუალებები არ გამოუყენებიათ აქციების დარბევისას, მაგრამ საკმარისია გახარიასავით ვინმეს დასჯა დაჭირდეთ და უცებ გამოცხვება ბრალდება უკანონო საშუალებების გამოყენებაზე და სრულიად საქოცეთიც რობოტებივით მონოტონურად აყვება და იგივე შემართებით დაგვიმტკიცებს (დაზეპირებული მესიჯბოქსით), რომ იმ ვიღაც განტევების ვაცმა ხალხი დაწამლა აქციებზე. ასე მარტივადაა საქმე,- წერს ბუწაშვილი.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

მსგავსი სიახლეები