ბარკალაიას სახლის ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ბიზნესმენ გელა ბარკალაიას სახლის ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულები მცხეტი საიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
ორივე მათგანი დღევანდელ სასამართლო პროცესზე კატეგორიულად უარყოფნდნენ დანაშაულში მონაწილეობას.
პირებს, რომლებიც გამოძიებსი ინფორმაციით, გელა ბარკლაიას სახლში ყაჩაღობის მიზნით შევიდნენ, 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ - საქართველოს პროკურატურამ მცხეთის მუნიციპალიტეტში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება გუშინ წარუდგინა.