სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

05.12.25 18:36
სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 7 დღით პატიმრობაში გაუშვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჭაბუკიანმა გამოაცხადა. 

ვერანაირად ამ პროტესტს და ამ მუხტს ვერავინ ვერ შეაშინებს და ვერ გააჩერებს. ბრძოლა იქნება ბოლომდე. 

ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული დაშინებისკენ, რომ ჩვენ, მებრძოლი ადამიანები, პატრიოტი ადამიანები შეგვზღუდონ მაქსიმალურად დაშინებით, ყველანაირი ხერხით, რაც მათ ხელთ იქნება შესაძლებელი. 

ჩვენ არ უნდა შევშინდეთ და ჩვენ არ უნდა დავთმოთ ჩვენი სამშობლო, ჩვენი შვილების მომავალი. საქართველო იმსახურებს თავისუფლებას და ეს ასე იქნება," - განაცხადა შალვა ესართიამ მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. 

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს. 

ზუგდიდელი აქტივისტი დღეს სასამართლოში იმ ბანერით მივიდა, რის გამოც ასამართლებენ. გამოძიება ამტკიცებს, რომ აღნიშნული ბანერი პოლიციელებისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. 

შალვა ესართია პროცესზე ჩუსტებით და კომფორტული ტანსაცმლით მივიდა, რადგან მისი თქმით, სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვს. 

ესართიას ასევე 23 ოქტომბერს აქციაზე ჩაფხუტის ტარებას ედავებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები