ბიზნესმენის სახლის დაყაჩაღების საქმეზე დაკავებული პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს - რა თქვა პროცესზე
ბიზნესმენ ბარკალაიას სახლის დაყაჩაღების საქმეზე დაკავებული გორის მერიის თანამშრომელი აცხადებს, რომ პოლიციამ აღიარებითი ჩვენების მისაღებად სასტიკად სცემა. ლაშა მეტრეველის თქმით, მასზე ფიზიკურად დაახლოებით ათამდე სამართალდამცველი ძალადობდა. ბრალდებული ჯგუფური ყაჩაღობის ეპიზოდს არ აღიარებს და სასამართლოზეც სწორედ ამ დეტალზე ისაუბრა.
საქმეში ორი პირია დაკავებული, რომელთაგან დანაშაულს მხოლოდ ერთი აღიარებს. პროკურატურას მათ წინააღმდეგ მხოლოდ დაზარალებული პენსიონერის ჩვენება აქვს. გამოძიების მიხედვით, ბარკალაიას სახლის მომვლელი გაკოჭილი ჰყავდათ, საწოლზე ჰყავდათ მიბმული და ფულისა და ძვირფასეულობის გადაცემას ძალადობით სთხოვდნენ.
დაკავებულებმა სახლიდან ვარაფრის წაღება მოახერხეს. სასამართლომ ორივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ვრცლდ ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.