ფორმა 100-ში, რომელიც მომცეს საავადმყოფოში, საერთოდ არაფერი ეწერა, არანაირი გაზის ინტოქსიკაცია - ლალი რევაზიშვილი

05.12.25 11:37
ფორმა 100-ში, რომელიც მომცეს საავადმყოფოში, საერთოდ არაფერი ეწერა, არანაირი გაზის ინტოქსიკაცია - ლალი რევაზიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლალი რევაზიშვილი, რომელიც აქ1ციების დარბევის დროს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ მოწამვლის ნიშნები 4-5 დღის შემდეგ გამოუვლინდა, რის შემდეგაც სასწრაფო გამოიძახა, თუმცა დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაეყვანათ.

მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ ფორმა 100 კი გამოატანეს, თუმცა, მასზე არსად წერია, რის გამო მოხვდა საავადმყოფოში.

დარბევებიდან მე-4, მე-5 დღეს, სახლში რომ წავედი, ცუდად ვიყავი ძალიან, თავბრუსხვევა და პირღებინება მქონდა, არ ვიძახებდი სასწრაფოს, მაგრამ შემდეგ იძულებული გავხდით და მეგობრებმა გამოიძახეს. რომ მოვიდნენ სასწრაფოს ექიმები, ავუხსენი რა ჭირდა, ისინი კატეგორიულ უარზე იყვნენ, რომ გადავეყვანე, მეუბნებოდნენ, აღრიცხვზე აგიყვანენ მერე პოლიციელები და არ გინდაო, გეტყვით, რაც უნდა მიიღოთო. ბევრი ჭიდაობის შემდეგ წამიყვანეს. დამჭირდა ჟანგბადი და გადასხმები, რამდენიმე საათი დამტოვეს და რომ წამოვედი და ფორმა 100 ავიღე, საერთოდ არაფერი ეწერა, მხოლოდ ის, რომ ვიყავი საავადმყოფოში და ჩემი პირადი მონაცემები, არანაირი გაზის ინტოქსიკაცია, ან რამე არ ჩამიწერეს. მაქედან მოყოლებული სულ მაქვს წნევები, - ამბობს ლალი რევაზიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები