როგორ იქცნენ ექიმები "ოცნების" მაშველ რგოლად და რას ამტკიცებენ ქიმიური ნივთიერების სკანდალზე
სასტიკი დარბევის შედეგად დაზარალებულებზე არაფერი გაუგია და არც არაფერი უნახავს ექიმს, ტოქსიკოლოგ თეიმურაზ კობიძეს. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არ იცის, რა ნივთიერება გამოიყენეს მოქალაქეების წინააღმდეგ, დარწმუნებით აცხადებს, რომ ის ქიმიური იარაღი არ ყოფილა და ხელისუფლება მხოლოდ ცრემლსადენ, გამაღიზიანებელ აირს იყენებდა.
კობიძე, ეკა ქურდაძე და ლევან რატიანი ის სამედიცინო წარმომადგენლები არიან, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოებას დააჯერონ, რომ აქციის დროს საშიში ნივთიერება არ გამოუყენებიათ. თუმცა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქიმიური იარაღისა და ტოქსიკოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი ამბობს, რომ დაზარალებულთა მიერ აღწერილი სიმპტომებით შეუძლებელია ვარაუდი, თითქოს მოქალაქეების წინააღმდეგ მხოლოდ მასობრივი კონტროლის ჩვეულებრივი საშუალებები გამოიყენეს.
ამ ფონზე „ოცნების“ მორჩილ ექიმებს ჰკითხეთ, რას ფლობენ რეალურად: რატიანისგან განსხვავებით, ტოქსიკოლოგი ქურდაძეც ელოდება ხელისუფლების განმარტებებს, თუმცა კობახიძის არაერთი თვალსაჩინო მინიშნების მიუხედავად, ისიც ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერება საერთოდ არ გამოყენებულა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.