კობახიძის განათლების რეფორმა - რა რისკებზე საუბრობენ ექსპერტები
ივანიშვილის „უფასო ფულის“ კამპანიის შემდეგ კობახიძემ ახლა „უფასო სწავლაც“ დაანონსა - ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება სოციალურად მგრძნობიარე ნაბიჯად ასაღებს, თუმცა განათლების სფეროში მას მძიმე დარტყმად აფასებენ. სტუდენტების ხარჯზე აგორებული პიარ-კამპანია რეალურად ათასობით ახალგაზრდას უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ართმევს: „ოცნების“ რეფორმის მიხედვით, დაფინანსებას მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღებენ, კერძო უნივერსიტეტებში სწავლა კი ნულოვანი გრანტებით დარჩება.
განათლების სპეციალისტები კობახიძის გეგმას უკვე დისკრიმინაციულად აფასებენ. მათი თქმით, ათწლეულების განმავლობაში შექმნილი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო სისტემა ინგრევა, ხოლო კერძო სასწავლებლებში მოხვედრილი ახალგაზრდები დაფინანსების გარეშე რჩებიან.
ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ რეფორმის უკან ივანიშვილის პოლიტიკური მიზნები იკითხება - უნივერსიტეტებზე სრული კონტროლის აღება და აკადემიური სივრცის დაქვემდებარება. მათი შეფასებით, ეს არა სტუდენტების დახმარების, არამედ განათლების სისტემის გადატვირთვისა და გავლენების გადანაწილების მცდელობაა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.