რუსთავში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
რუსთავში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 74 წლის კაცი დაიღუპა.
ამ დროისთვის უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო.