აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს და კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ

05.12.25 22:13
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს და კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარედ სხვადასხვა ქუჩაზე მსვლელობა გამართეს, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ.

დემონსტრანტებმა მსვლელობის დროს პარლამენტთან მცხოვრები ადამიანები გააფრთხილეს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ისინი მოწამლა.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მსგავსი სიახლეები