შსს: ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა - დაკავებულია ერთი პირი

06.12.25 10:28
შსს: ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი კ.ო. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყებსი ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში,  ბრალდებულის  მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან, ასევე, მისი საცხოვრებელი ბინის  ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს  ცეცხლსასროლი იარაღები,  საბრძოლო ვაზნები და მჭიდები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლს მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები