გომელაურს შეეძლო მიემართა ბელორუსისთვის, მათ აქვთ ქლოროპისკინი, რომელიც არის "რუსული კამიტე" - კემულარია
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, კოტე ლემულარია რომელსაც შეხება არაერთხელ ჰქონია ქიმიურ ნივთიერებებთან, ვარაუდობს, რომ შსს-ს ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ქიმიური ნივთიერება ქლოროპისკინი, რომელიც მისი თქმით, ერთი ერთში "რუსული კამიტეა" შემოიტანა ბელარუსიდან.
კემულარია ამბობს, რომ "რუსული კამიტეს" რუსები პირველი მსოფლიო ომის დროსაც იყენებდნენ ქიმიურ იარაღად და ასევე გამოიყენეს უკრაიანელების წინააღმდეგაც.
ვინაიდან გომელაური იყო ოფიციალური ხელშეკრულებით ბელარუსის კგბ-ს პარტნიორი და მეგობარი, მას ადვილად შეეძლო მიემართა ბელორუსისთვის და ბელორუსებს აქვთ ეს ქლოროპისკინი, რომელიც არის კამიტე, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ეს არის რუსული კამიტე ერთი-ერთში და მას იყენებდნენ პირველი მსოფლიო ომის დროსაც რუსები ქიმიურ იარაღად ომებში და ახლა აღძრულია საერთაშორისო გამოძიება ამ ნივთიერებსი უკრაინელების წინააღმდეგ გამოყენების გამო.
მაქვს თუ არა სრულიად ლოგიკური საფუძველი ვიფიქრო, რომ ის, რაც გამოიყენეს, ვინაიდან ყველა ვადაგასული იყო, თუ ასეთი არსებობდა, ეს იყოს ზუსტად რუსეთიდან ან ბელორუსიდან ფარულად შემოტანილი ქლოროპისკინი. ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოგვცენ ნიმუში", - ამბობს კემულაირა.
ასევე ნახეთ:
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.