ფრთხილად გააკეთეთ განცხადებები, მერე არ შეგრცხვეთ - მანანა ჯებაშვილი ექიმ კოლეგებს

06.12.25 12:00
ფრთხილად გააკეთეთ განცხადებები, მერე არ შეგრცხვეთ - მანანა ჯებაშვილი ექიმ კოლეგებს

მერე არ შეგრცხვეთ - ასე მიმართავს საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, მანანა ჯებაშვილი ექიმ კოლეგებს, ვინც ბბს-ის გამოძებას ეჭვქვეშ აყენებენ დაირწმუნებიან, რომ ადამიანები აქციაზე ქიმიური ნივთიერებით არ მოწამლულან. 

ჯებაშვილი მედიკოსებს მოუწოდებს ფრთხილად გააკეთო განცხადებები - "სიმართლე მაინც გაირკვევა და არ დაკარგონ ნდობა პაციენტებში"

კომუნისტებმაც კი უფრო მეტად იზრუნეს 9 აპრილს მოწამლულებზე, ვიდრე დღევანდელმა ხელისუფლებამ.  მინდა მივმართო საქართველოს ექიმთა საზოგადოებასაც, მეგობრებო ექიმობა ისეთი პროფესიაა, მინდა, ძალიან ფრთხილად გაკეთდეს განცხადებები ამ თემაზე, ვინაიდან მერე თვითონ ექიმები არ ჩავარდნენ იმ მდგომარეობაში, რომ მათ შერცხვეთ, ვინაიდან სიმართლე მაინც გაირკვევა და არ დაკარგონ ნდობა პაციენტებში. ამ მიმართავს არც გავაკეთებდით, მაგრამ ჩვენ ისევ მათ იმიჯზე და ავტორიტეტზე ვზრუნავთ", - ამბობს ექიმი. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

მსგავსი სიახლეები