"მოწამვლით და უსამართლობით დავსრულდებით, როგორც ქვეყანა, ამიტომ გამოდით" - დღეს, თბილისი მასშტაბური აქციისთვის ემზადება
"რეჟიმი გვწამლავს" - ამ ლოზუნგით ქვეყანაში კიდევ ერთი ახალი საპროტესტო კერა ჩნდება. დღეს საღამოს 19:00 საათიდან მოქალაქეები ისევ ქუჩებში გამოვლენ.
დაანონსებულია რომ მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტამდე უნდა გაიმართოს.
ხალხი ითხოვს კითხვებზე პასუხებს -მოქალაქეებს აინტერესებთ, რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა "ოცნებამ" ხალხის წინააღმდეგ.
ის, ვინც ერთ წელზე მეტია ქუჩაში დგას და ევროპულ მომავალს იცავს, თანამოაზრეებს მოუწოდებს, ვიდრე კითხვებს პასუხები არ გაეცემა, ყოველი შაბათი საღამო საპროტესტო კალენდარზე ჰქონდეთ მონიშნული.
დღეს ქუჩაში ყველა პროფესიის ადამიანი გადის. მსახიობი ეკა დემეტრაძე ამბობს, რომ "მოწამვლით და უსამართლობით დავსრულდებით, როგორც ქვეყანა" , ამიტომ, ასე რომ არ მოხდეს ქუჩაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გავიდეს.
"ოცნებას" უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი მოქალაქეებსი წინაშე, ამიტომ დღესაც, 7 საათძე და სხვა დროსც აქციაზე ვიდგები. ეს უნდა დასრულდეს, რადგან მოწამვლით და უსამართლობით დავსრულდებით, როგორც ქვეყანა. ამიტომ გამოდით. ადამიანებმა ისეთი გამოვიარეთ, ხელისუფელბას და ჩვენც გაგვიმართლა რომ ყველა გადარჩა", - ამბობს მსახიობი ეკა დემეტრაძე.