"თუ წულეისკირი არ გათავისუფლდება, დაზარალებულების რიცხვი გაიზრდება" - რას ითხოვს "სფერო ინვესტი" დაზარალებულებისგან

06.12.25 12:22
"თუ წულეისკირი არ გათავისუფლდება, დაზარალებულების რიცხვი გაიზრდება" - რას ითხოვს "სფერო ინვესტი" დაზარალებულებისგან

"სფერო ინვესტი" დაზარალებული მოქალაქეებისგან ითხოვს თანხმობას და დახმარებას იმისთვის, რომ კომპანიის დაკავებულ ხელმძღვანელს პატიმრობა გირაოთი შეუცვალონ.  დღეს გიგა წულეისკირის და გიორგი მურუსიძის ადვოკატებმა საგანაგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც თქვეს რომ ბრალდებულ ბიზნესმენებს  კრიზისის დასრულების გეგმა აქვთ და მხოლოდ სამართლებრივი საკითხების მოგვარების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი  დაზარალებულებისთვის კუთვნილი ბინის ფულის დაბრუნება.

თუ წულეისკირი დარჩება ციხეში, დაზარალებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება - თქვეს იურისტებმა.  

საინვესტიციო კომპანიაში აცხადებენ, რომ კრიზისი ხელოვნურად შეიქმნა, რადგან მათი მტკიცებით კომპანიის ხელმძღვანელს ბიზნესში მტრები გამოუჩნდა და ბანკებმა მასში კონკურენტი დაინახეს.

თუ არ მოხდება გივის გათავისუფლება ციხიდან და ამ პრობლემების მოგვარების დაწყება, კიდევ და კიდევ გაიზრდება დაზარალებულების რიცხვი. კრიზისი დადგა კომპანიის წინააღმდეგ ხელოვნურად, რაც ალბათ მინაიშნებს, რომ გივის და მის ბიზნესთან ვიღაცის ინტერესი გადაიკვეთა", - ამბობს ადვოკატი.  

თუ ჩვენ ვსაუბრობთ დროულობაზე, ამის ერთადერთი საშუალება არის, რომ გივი წულეისკირის მიმართ აღკვეთის ღონისძებსი ფორმა შეიცვალოს გირაოთი, რასაც სჭირდება დაზარალებულ პირთა თანხმობა" - ცხადებს კიდევე რთი უფლებადამცველი.

  • შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.

მსგავსი სიახლეები