უნდა ვიცოდეთ, რას უშვებენ, ბარემ გაანადგურონ საკუთარი მოსახლეობა - ქეთათო
ქეთათო პოპიაშვილი "ოცნბეას" მოუწოდებს იმ ნივთიერებების შესახებ მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, რითაც წინა წლის ნოემბერ-დეკემბერში ხალხი დაიწამლა და რაზეც ბბს-ის სკანდალური გამოძიება მოამზადა.
"უნდა ვიცოდეთ, რას უშვებენ, ბარემ გაანადგურონ საკუთარი მოსახლეობა - ამბობს მუსიკოსი, რომელიც დღეს საღამოს აქციაზე გადის.
9 აპრილს რუსებმა რაც ქნეს, რამოდენიმე დღეში ჩავიარე რუსთაველზე და პრობლემები მქონდა ბავშვობიდან, ალერგია დამეწყო და ასტმატური შეტევები. ახლა რამდენი ადამიანი დაზარალდა, ადრე რუსები გვიკეთებდნენ და ახლა ვინ გვიკეთებს, ჩვენივე ხელისუფლება? ვალდებულულები არიან ვიცოდეთ, ვინ რას გვიპირებს და რას უშვებენ. ასე არ შეიძლება, ბარემ გაანადგურონ საკუთარი მოსახლეობა" - ამბობს ქეთათო პოპიაშვილი.
"რეჟიმი გვწამლავს" - ამ ლოზუნგით ქვეყანაში კიდევ ერთი ახალი საპროტესტო კერა ჩნდება. დღეს საღამოს 19:00 საათიდან მოქალაქეები ისევ ქუჩებში გამოვლენ.
დაანონსებულია რომ მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტამდე უნდა გაიმართოს.
ხალხი ითხოვს კითხვებზე პასუხებს -მოქალაქეებს აინტერესებთ, რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა "ოცნებამ" ხალხის წინააღმდეგ.