როგორც ჩანს, ჩადენილია ისეთი დანაშაული, რომელიც ხვდება ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაში - ექიმი ქიმიური იარაღის სკანდალზე
რატომ არ ასახელებს "ოცნება" თუ რა ნივთიერებები გამოიყენეს ხალხის წინააღმდეგ - ექიმების ნაწილი ვარაუდობს, რომ "ოცნებამ" საკუთარი მოქალაქეებსი წინააღმდეგ ისეთი აკარალული სამხედრო ნივთიერება გამოიყენა, რომელიც ექვემდებარება კონვენციებით აკრძალვას და სწორედ ამიტომ არ ასახელებს მას.
როგორც ჩანს, ჩადენილია ისეთი დანაშაული, რომელიც ხვდება ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაში - ამბობს "პირველებთან" მედიკოსი.
როგორც ჩანს სერიოზული დანაშაულია ჩადენილი, გამოყენებულია ნივთიერება, რომელიც გამოყენებულია სამხედრო საშუალებად და ექვემდებარება კონვენციებით აკრძალვას. თუ ეს ასეა და მე ვფიქრობ, რომ ასეა, იმიტომ, რომ სხვა არაფერი უდგას წინ იმას, რომ თქვან, თუ რა გამოიყენეს. როგორც ჩანს ეშინიათ, იციან, რომ ამ ნივთიერების გამოყენების შესახებ სერიოზული ინფორმაცია გასულია ქვეყნის გარეთ და ისიც იციან, რომ ეს დანაშაული გაცდენილია საქართველოს იურისდიქციას და ხვდება ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციაში. ამ ტაპის დანაშაულს არც ხანდაზმულობა აქვს. ეს დანაშაული დანაშაულად რჩება და ისტორია გვეუბნება, რომა სეთი დანშაულები ყოველთვის ისჯება", - ამბობს მედიკოსი.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.