სუს-ის მოუმზადებელი ბრიფინგი, არ ვიცი ვინ კითხულობდა და ვერც კითხულობდა - თათია მექვაბიშვილი
სუს-ის მოუმზადებელი ბრიფინგი, არ ვიცი ვინ კითხულობდა და ვერც კითხულობდა -სამოქალაქო აქტივისტს, თათია მექვაბიშვილს მდინარაძის უწყების მიერ ჩატარებული გამოძიებსი არ სჯერა.
მისი თქმით, ნივთიერებები, რომლებიც აქციის მონაწილეებსი წინააღმდეგ გამოიყენეს, იყო მომწამვლელი და ამას ადასტურებს იმ დაშავებული ადამიანების ისტორიებიც, რომელბცი ჯანმრთელობის გართულებულ მდოგომარეობაზე უკვე 6 დღეა ყვებიან.
დღეს ვიკრიბებით ფილარმონიასთან, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ ჩვენი სათქმელი - ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენეს ჩვენ წინააღმდეგ, იყო მომწამვლელი და უკანონო, ამიტომ ახლა ეს სუს-ის მოუმზადებელი ბრიფინგი, არვიცი ვინ კითხულობდა ამ ტექსტს და ვერ კითხულობდა, იყო ისრებსი გადატანა სხვა მხარეს. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას" - ამბობს თათია მექვაბიშვილი.
მამუკა მდინარაძის უწყება ირწმუნება, რომ აქციაზე ხალხის წინააღმდეგ ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი გამოიყენეს, რომლის პრომილენ გლიკოლის ხსნარში იყო გახსნილი.
სუს-ში ამბობენ, რომ არცერთი არ განეკუთვნება აკრძალული ნივთიერების კეტეგორიას.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ლაშა მაღრაძემ განაცხადა, ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი ებრაული კომპანიისგან არის შეძენილი 2007 წელს.
- მამუკა მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“, რაზეც BBC-ის გამოძიებაში იყო საუბარი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.