რა შეფასებას აძლევს გიორგი შაიშმელაშვილი სუს-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, გიორგი შაიშმელაშვილი სუს-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას და მამუკა მდინარაძუს უწყებაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
სუს-ის გამოძიების ხარისხზე და მიუკერძოებლობაზე არაფერი მეტყველებს ისე კარგად, როგორც ის ფაქტი რომ 4 ოქტომბერთან ვითომ დაკავშირებული რაღაც იარაღის და ტროტილის საქმის "შემკვეთი" მაშინ "აღმოაჩინეს" როცა ის BBC -ზე მთელმა მსოფლიომ ნახა"- წერს შაიშმელაშვილი.
მამუკა მდინარაძის უწყება ირწმუნება, რომ აქციაზე ხალხის წინააღმდეგ ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი გამოიყენეს, რომლის პრომილენ გლიკოლის ხსნარში იყო გახსნილი.
- სუს-ში ამბობენ, რომ არცერთი არ განეკუთვნება აკრძალული ნივთიერების კეტეგორიას.
- როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ლაშა მაღრაძემ განაცხადა, ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი ებრაული კომპანიისგან არის შეძენილი 2007 წელს.
- მამუკა მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“, რაზეც BBC-ის გამოძიებაში იყო საუბარი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ვინაიდან წინა საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ნივთიერების ე.წ. „კამიტის” გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, სუს- ი გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ აგრძელებს, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები.
საყურადღებო გარემოებაა, რომ აღნიშნული პირის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ახლო წარსულში ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს", - განაცხადეს სუს-ში