"დაიცავი კრწანისის ტყე, უთხარი არა გასაიდუმლოებულ მშენებლობას" - აქცია-პერფომანსი კრწანისის ტყე-პარკში
"დაიცავი კრწანისის ტყე, უთხარი არა გასაიდუმლოებულ მშენებლობას" - სამოქალაქო აქტივისტები კრწანისის ტყე-პარკში დილიდან აქცია-პერფომანს მართავენ.
ხალხი ფიქრობს, რომ დაუშვებელია უნიკალური ტერიტორიების არაბული კომპანიისთვის გადაცემა ,თან გასაიდუმლობული კონტრაქტიის პირობებით.
მოძრაობა "ქართული რესპუბლიკის" წარმომადგენლები ითხოვენ დოკუმენტის გასაჯაროებას და სახალხო დისკუსიის ჩატარებას.
ჩვენი აქ მოსვლის და ე.წ. სახალხო სეირნობის მიზანი არის, ვაჩვენოთ საზოგადოებას, თუ სად აპირებს "ოცნება" ააშენოს არაბული ქალაქი, რა ბუნებაში, რა ეკო-სისტემაში. ჩვენი მტავარი მესიჯი "ოცნებისადმი" არის ის, რომ სასწრაფოდ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება და საზოგადოებასთან დაიწყოს დიალოგი", - ამბობს ილია ღლონტი.