სუს-მა ლაშა შერგელაშვილი 4 ოქტომბრის საქმეს მას შემდეგ დაუკავშირა, რაც BBC-ის ფილმში გამოჩნდა

06.12.25 16:22
სუს-მა ლაშა შერგელაშვილი 4 ოქტომბრის საქმეს მას შემდეგ დაუკავშირა, რაც BBC-ის ფილმში გამოჩნდა

სუს-მა BBC-ის ფილმში გამოჩენის შემდეგ, ლაშა შერგელაშვილი 4 ოქტომბრის საქმეს დაუკავშირა -  დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ლაშა მაღრაძემ თქვა, რომ გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები.

მისი თქმით, ლაშა შერგელაშვილის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ახლო წარსულში ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს.

როგორც ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში აცხადებს, ის ფაქტი, რომ 4 ოქტომბრის საქმე ახლა, BBC-ის ფილმში გამოჩენის შემდეგ დაუკავშირეს შერგელაშვილს, ეს მინიმუმ კითხვებს აჩენს.

იმ ადამიანს, რომლიც ერთ-ერთი ინფორმატორი იყო, დაიწყეს დევნა, ოღონდ სხვა მუხლით, 4 ოქტომბერთან დაკაშირებით, რაც სანდოობას კიდევ უფრო დაბლა სწევს. იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ორი თვის შემდეგ ბბს-ის ფილმში ნახეს ადამიანი, მიაწერეს კონკრეტული საქმე, რომელიც ორი თვის წინ დაიწყეს. ეს უცნაურია და მინიმუმ კითხვებს უნდა აჩენდეს", - ამბობს კონსტანტინე ჩახუნაშვილი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.  

შერგელაშვილი სუს-მა BBC-ის ფილმში გამოჩენის შემდეგ, დაუკავშირა 4 ოქტომბრის საქმეს, თუმცა "პირველების" ინფორმაციიით, მას რაიმე სახის ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვს.

რას ამბობს სუსი შერგელაშვილის შესახებ:

ლაშა შერგელაშვილის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ახლო წარსულში ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს.

გამოძიება ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა ლაშა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს ზემოთ აღნიშნული საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად. შერგელაშვილი ამჟამად იმყოფება უკრაინაში.

ამრიგად, გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღი ,,კამიტის’’ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართულები და BBC-ის ფილმის ავტორებთან ერთად მათი მოქმედებები ატარებს კარგად დაგეგმილ, ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად.

სრულად სუს-ის ბრიფინგი - ნახეთ აქ:

 

მსგავსი სიახლეები