ვინც პოლიტიკური დროშით მოსულა ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში, ან მოდის, ის წააგებს - ირაკლი ყანდაშვილი
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ირაკლი ყანდაშვილი ამბობს, რომ მუხრან ღურწკაიას ნათქვამს არ აქვს მნიშვნელობა და რომ არჩევნებზე ყველაფერი კანონის მიხედვით ჩატარდება.
"რაც არ უნდა უნდოდეს მავანს, ადვოკატთა ასოციაციის პოლიტიზირებას ვერ ეღირსებით" - ამბობს ყანდაშვილი.
მისი თქმით, "ვინც პოლიტიკური დროშით" მოსულა ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში, ან მოდის, ის წააგებს. თუ ვინ იგულისხმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ეს არაერთი კითვის მიუხედავად, ყადაშვილმა არ დააკონკრეტა.
მოქმედი ადვოკატთა კანონი და წესდება ზედმიწევნით გაწერს, თუ როგორ მოხდება ხმის დამთვლელი ადვოკატი წევრების არჩევნები. თუ რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, დამიჯერეთ აქ მუხრან ღურწკაიას ნათქვამს არ აქვს მნიშვნელობა. ამას არავინ არ დავუშვებთ, არც მე და არც ნებისმიერი სხვა კანდიდატი. ყველა ადვოკატი უზრუნველყოფთ, რომ არჩევნები იყოს გამჭვირვალე. მედიის ინტერესების დაცვა ჩემთვის იქნება პრიორიტეტი და მზად ვარ ამ მხრივ მედიატორის ფუნქციაც შევასრულო.
თუ უფლებრივად არ ახორციელებთ თქვენს საქმიანობას, მე ამას ვერ მივესალმები და ეს დდარღვევაა, რა თქმა უნდა.
ერთ განცხადებას გაგიკეთებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა უნდოდეს მავანს, ადვოკატთა ასოციაციის პოლიტიზირებას ვერ ეღირსებით. ვინც პოლიტიკური დროშით მოსულა ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში, ან მოდის ან მოვა, ის წააგებს ამ არჩევნებს", - ამბობს ირაკლი ყანდაშვილი.