ბათუმში მიტოვებული მშენებლობა ადგილობრივებს საფრთხეს უქმნის - ხალხი დახმარებას ითხოვს

07.12.25 13:39
ბათუმში მიტოვებული მშენებლობა ადგილობრივებს საფრთხეს უქმნის - ხალხი დახმარებას ითხოვს

ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩის №50-ში მდებარე მიტოვებული მშენებლობის კარკასი დაზიანებულია. ტერიტორია ღიაა და დაუცველი, რაც მოსახლეობის თქმით, განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ბავშვებისთვის.

მიტოვებული ნაგებობის მიმდებარედ დაგუბებულია წყალი, ასევე დაგროვილია ნაგავი და სამშენებლო ნარჩენები, რაც ანტისანიტარიის წყაროს ქმნის.

მოსახლეობამ აჭარის მთავრობასა და ბათუმის მერიას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. მოქალაქეებმა მშენებარე კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოშიც შეიტანეს სარჩელი, თუმცა პროცესი ჭიანურდება.

2013 -ში გაიქცა ჩვენი მშენებელი იაშა დიასამიძე. იმის მერე ველოდებით, რომ იქნებ რამე გამოსავალი გამოჩნდეს. გვატყუებენ, ინვესტორი მოვაო, მაგრამ არავინ მოდის. ჩვენით დავიწყეთ გაკეთება. მოვიდა ქალბატონი ქეთევან მეტრეველი, განცხადება დაწერა და შუქი ჩაგვიჭრა, წყალი ჩაგვიჭრა, ფანჯრები ჩაგვიმტვრია და გვემუქრება, რომ იქ არ გაცხოვრებთო, - ამბობს მოქალაქე. 

მსგავსი სიახლეები