"უნდა გამოქვეყნდეს თითოეული ქიმიური ნივთიერების რეგლამენტი“ - ნინო ჩხობაძე
"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობარი - საქართველოს" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ სუსის განცხადების შემდეგ, რომელიც უწყებამ ქიმიური იარაღის საკითხზე გააკეთა, საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.
მისი განცხადებით, ნებისმიერ ქიმიურ ნაერთს, წამლის ჩათვლით, ვადაგადაცილების შემთხვევაში შესაძლოა ტოქსიკური ეფექტი ჰქონდეს, ამიტომ აუცილებელია პასუხი ყველა დეტალზე: რა იყო ნივთიერების საწყისი დანიშნულება, რა პირობებში შეიძლებოდა მისი გამოყენება, რა ტემპერატურულ რეჟიმში, რა გარემო პირობებში, და როგორ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი უსაფრთხოება.
უფრო მეტი კითხვები გაგვიჩნდა სინამდვილეში ფიზიონალურად, ვიდრე გვქონდა, იმიტომ, რომ მარტო ტსოქსიკოლოგიურად ნებისმიერი ქიმიური ნივთიერება, მათ შორის წამალიც კი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, რომელიც არის ვადაგადცილებული, უკვე არის ქიმიურად მომწვამვლელი და ამიტომ არის საფრთხე. ახლა მაინტერესებს ვადები, რამდენი ვადა გავიდა, საიდან იყო შემოტანილი, როგორი დანიშნულება ჰქონდა თავიდანვე, რა სიტუაციაში უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რა სიტუაციაში - არა, იმიტომ, რომ გამოყენების დროს რეცეპტურაში ყოველთვის, როდის არის ის ნაკლებად მავნე და როდის შეიძლება გამოყენება, როგორი ტემპერტურული რეჟიმი უნდა ყოფილიყო გარეთ, რა მოძრაობა უნდა ყოფილიყო, წვიმა უნდა ყოფილიყო თუ არა და ა.შ. ანუ ყველაფერს აქვს თავისი რეგლამენტი და წესი თუ გვინდა, რომ ვიყოთ სანდო, უნდა გამოქვეყნდეს თითოეული ნივთიერების რეგლამენტი, წესი და უსაფრთხოება როგორ უნდა ყოფილიყო გარანტირებული, - ამბობს ნინო ჩხობაძე.
სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.
სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.
ამასთან, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ მოწამლული ადამიანების მიმართვიანობა ძალიან დაბალი იყო, რასაც საიას ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში უპასუხა.