"თავისუფლება ეკა შაშიაშვილს" - აქცია პროკურატურასთან
მთავარ პროკურატურასთან მოქალაქეებმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ევა შაშიაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეთა თქმით, მძიმე ონკოდიაგნოზის მქონე შაშიაშვილი რეჟიმს მძიმე პირობებში ჰყავს, ხოლო საპატიმროში ყოფნა საფრთხეს უქმნის როგორც მის ჯანმრთელობას, ისე მის ოჯახს.
მათი ინფორმაციით, შაშიაშვილის შვილი, რომელიც შშმ პირია, დედის დაპატიმრების შემდეგ სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რამაც ოჯახური ტრაგედია კიდევ უფრო გაამძაფრა.
ჩემთვის, როგორც შშმ მოზარდის მშობლისთვის, ძალიან კარგად არის ნაცობი ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის მზრუნველობა ასეთ დროს. ის მზრუნველობა, აც მოაკლდა ევა შაშიაშვილის შვილს სისტემის და უსამართლო სასამართლოს გამო. ჩვენ დაუყოვნებლივ ვითხოვთ ევა შაშიაშვილის გათავისუფლებას, რომელიც თითონ ონკოპაციენტია და კარგად დავინახეთ, თუ როგორ ექცევა რეპრესიული სისტემა და სასჯელაღსრულების დაწესებულებები ონკოპაციენტებს, - ამბობს პუბლიცისტი ზვიად კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ ევა შაშიაშვილი სასახლის ღობის საქმეზე დააკავეს. მას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.