მეტრო ვარკეთილის რეაბილიტაციის დასრულების თარიღმა ისევ გადაიწია - ოპოზიცია კალაძეს აკრიტიკებს
ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის დასრულების თარიღი კიდევ ერთხელ შეიცვალა. 17 ნოემბრის ნაცვლად, ოფიციალურ დოკუმენტებში უკვე ახალი ვადა - 30 დეკემბერი ფიგურირებს.
კახა კალაძე ვარკეთილის მეტროს სადგურის შეკეთებას უკვე რვა წელია ვერ ასრულებს, რაც ოპოზიციის მწვავე კრიტიკის მიზეზად იქცა. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაჭიანურებულ სამუშაოებზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ მოქალაქეებიც, რომლებიც ყოველდღიურად ელიან სადგურის სრულფასოვან ამოქმედებას.
კვლავ არ არის დასრულებული ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია. უნდა დასრულებულიყო 17 ნოემბერს და ეს დაანონსა მაშინ, როცა არჩევნებზე გადიოდა კალაძე და ძალიან მაყად იყო, როდესაც თქვა, რომ 17 ნოემბერს ყველაფერი დასრულდება, მაგრამ სამწუხაროდ, ვადამ კიდევ გადაიწია. გადაწეულია ახლა ვადა 2025 წლის 30 დეკემბრამდე. სამთვიანი ინფრასტრუქტურული პროექტი კალაძემ აკეთა 8 წლის განმავლობაში. ეს არის ანთელი მაგალითი, როგორია ცუდიო მენეჯერი, - ამბობს "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე.