კალაძის უწყება კორუფციული სკანდალების ეპიცენტრში - იმართებოდა თუ არა დანაშაულებრივი გარიგებები ზევიდან?
თბილისის მერიაში კორუფციული სკანდალი ყოველდღიურად უფრო ფართოვდება. სუსი უკვე რამდენიმე თანამშრომლის დაკავებას ახორციელებს, თუმცა მთავარი კითხვა უცვლელია - დანაშაულებრივი სქემები მხოლოდ ქვედა დონეზე მოქმედებდა, თუ სისტემა ზემოდან იმართებოდა?
გამოძიების ცნობით, მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლები კონკრეტული ობიექტების მონიტორინგს უნდა ახორციელებდნენ, თუმცა ისინი სამუშაოებს არ ასრულებდნენ და დოკუმენტებს ყალბად აფორმებდნენ. სუს-ის ინფორმაციით, თაღლითური სქემა ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
ამ ეტაპზე უცნობია, როგორ ვერ შეამჩნია მერიამ და ზედამხედველობის სტრუქტურებმა მრავალწლიანი გაყალბებეი, თუ რიგით თანამშრომლებს უფროსების მფარველობა არ ჰქონდათ. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ კორუფციით მიღებული თანხის ნაწილი მაღალი თანამდებობის პირებამდე მიდიოდა.
კორუფციული საგამოძიებო მასალები მხოლოდ ლაბორატორიას არ ეხება. სუს-ის ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ სკოლაში დირექტორები ხელს აწერდნენ ატესტატების გაცემას ფულის სანაცვლოდ, ხოლო გამგებლებიც კორუფციულ სქემებში ჩართულნი იყვნენ.
გამოძიება გრძელდება, თუმცა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჯერჯერობით არ აკეთებს განმარტებებს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.