ადვოკატთა ასოციაციაში დაპირისპირება მწვავდება - ღურწკაია ყანდაშვილს პოლიტიკურ გავლენებში ამხელს
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარებისთვის ბრძოლა ახალ ფაზაში გადავიდა. თუკი აქამდე ადვოკატთა კორპუსის ხელმძღვანელობისთვის მებრძოლი კანდიდატები მხოლოდ მხარდამჭერთა მობილიზებისთვის იბრძოდნენ, ახლა ერთმანეთს უკვე ღიად უპირსპირდებიან. ერთ-ერთი კანდიდატი მუხრან ღურწკაია ირაკლი ყანდაშვილს ამხელს. პირდაპირ ამბობს, რომ მისი კონკურენტი პოლიტიკურად დამოუკიდებელი არ არის და ერთ-ერთ უყველაზე დამოუკუდებელ ინსტიტუტს მისი არჩევის შემთხევაში საფრთხე ემუქრება.
სისხლის სამართლის ადვოკატი მრავალწლიანი სტაჟით, ფიქრობს, რომ ასოციაციაში მომუშავე ადვოკატების უფლებები დაცული არ არის. ადვოკატები არ არიან დამოუკიდებლები და ვერ ბედავენ გააპროტესტონ როგორ ლახავს "ოცნების" ხელისუფლება ადამიანების უფლებებს ყოველდღიურად. ღურწკაია ამტკიცებს, რომ ასოციაციაში მდგომარეობა, ყანდაშვილის არჩევის შემთხვევაში, კიდევ უფრო დამძიმდება, ვინაიდან ის მოქმედი თავმჯდომარის კანდიდატია და მისი გაყვანა სახელისუფლებო გუნდიდან არის ნაკარნახევი. კანდიდატი ბოლო რამდენიმე დღეა არჩევნების გაყალბების რისკებზე აქტიურად საუბრობს.
ბრალდებებს ბრალდებით პასუხობს კრიტიკის ქარცეცხლში გახვეული ირაკლი ყანდაშვილი. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტისთვის მებრძოლი უკვე გამარჯვებულის პოზიციიდან იმუქრება, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს და აქტივისტებს არ მისცემს ასოციაციის შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას. ნაცვლად იმისა, რომ ყანდაშვილს ადვოკატებთან გეგმებზე ესაუბრა, სცენა პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.