ევა შაშიაშვილის შშმ შვილი დიდ ინსტიტუციაში გადაყვანის საფრთხის წინაშეა - შშმ პირთა თემი ონკოპაციენტის გათავისუფლებას ითხოვს

07.12.25 20:34
ევა შაშიაშვილის შშმ შვილი დიდ ინსტიტუციაში გადაყვანის საფრთხის წინაშეა - შშმ პირთა თემი ონკოპაციენტის გათავისუფლებას ითხოვს

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 46 წლის ქალი, ევა შაშიაშვილი, შველას ითხოვს. ონკოპაციენტი პატიმარი, ადვოკატის ინფორმაციით, ციხეში უკიდურესად მძიმე პირობებში ჰყავთ. თუმცა, ღირსების შემლახველი გარემოს მიუხედავად, შაშიაშვილის მთავარი საფიქრალი მისი 24 წლის შშმ შვილია, რომელსაც სპეციალურ დაწესებულებაში ყოფნის ვადა ეწურება და დიდი ზომის ინსტიტუციაში განთავსება ემუქრება.

"თავისუფლება ევას!" - ამ მოთხოვნითა და შეძახილებით, პროკურატურასთან აქცია შშმ პირთა თემმა გამართა. ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით, რას ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობების შვილის ერთადერთი მზრუნველისა და მხარდამჭერის დაპატიმრება, შაშიაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავსუფლებას ითხოვენ.

თემი ყველა იმ რისკსა და საფრთხეზე საუბრობს, რომელიც შშმ პირთა დიდ ინსტიტუციაში განთავსებას უკავშირდება. მათთვის ეჭვგარეშეა, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ ევა შაშიაშვილის დაკავებით, შეუქცევადი ზიანი 2 ადამიანის ჯანმრთელობას მიაყენა  - ერთის მხრივ ონკოპაციენტ დედას, მეორეს მხრივ კი მის შშმ შვილს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები