ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო წინადადება ჯერ არ წაუკითხავს - ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციების მორიგი მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც გასულ კვირაში გაიმართა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „წინადადებები ჯერ არ წაუკითხავს", რითიც „ცოტა იმედგაცრუებულია“.
ტრამპი ამბობს, რომ წინადადებები ზელენსკის წარმომადგენლებისთვის მოსაწონია, მისთვის კი არა. მისივე განცხადებით, განცხადებით, წინადადება ასევე მისაღებია რუსეთისთვის.
„უნდა ვთქვა, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს წინადადება. მის ხალხს მოსწონს. მაგრამ მას არა. რუსეთი თანახმაა. იცით, რუსეთს, ალბათ, როცა ამაზე ფიქრობ, მთელი ქვეყანა ურჩევნია. მაგრამ, მჯერა, რომ რუსეთი თანახმაა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ზელენსკი თანახმაა. მის ხალხს მოსწონს, მაგრამ მას არ წაუკითხავს“, - აღნიშნა ტრამპმა.