ტრაგედია ფოთში - ხანძარს 60 წლამდე კაცი ემსხვერპლა
ფოთში, რუხაძის ქუჩაზე ხანძარს 60 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი კორპუსის ბინას გაუჩნდა, საიდანაც კაცის გამოყვანა ვერ მოხერხდა.
ადგილზე საძანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
როგორც, "პირველებს" ოჯახის ახლობელი ეუბნება, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარუდოდ სიგარეტის ნამწვი გახდა.