შოვის სტიქიის შემდეგ მომზადებული კვლევა ამ დრომდე არ გასაჯაროვებულა - რატომ არ აქვეყნებენ დოკუმენტს
შოვის სტიქიის შემდეგ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მილიონობით ლარი დახარჯა შვეიცარიის უნივერსიტეტთან ერთად მომზადებულ კვლევაზე, თუმცა დოკუმენტი დღემდე არ გასაჯაროვებულა.
"პირველები" დაინტერესდა, სად არის კვლევა და მისი შედეგები, რომელიც სახელმწიფოს 4 მლნ ლარამდე დაუჯდა, თუმცა სოფლის მეურონეობის მინისტრის მოადგილე ამ კითხვას ვერ პასუხობს. მან გადაჭრით ისიც კი ვერ თქვა, დასრულებულია თუ არა კვლევის მეორე ეტაპი. ამბობს, რომ დოკუმენტი მაშინ გასაჯაროვდება, როცა კვლევა დასრულდება და დასკვნა უწყებას გადაეგზვნება.
ვერაფერს გეტყვით ახალს. ვიცი, რომ ნამდვილად კვლევა მიმდინარეობს და ამ სფეროში სამინისტრო აქტიურია, თუმცა ჩემი კომპეტენეციის სფეროში და კონკრეტულად იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ახლა პარლამენტშ ვარ გამოსული, ეს საკითხი კავშირში არ არის. კვლევების დასრულებისთანავე მისი შედეგები იქნება გამოქვეყნებული შესაბამისი სააგენტოს მხრიდან, - ამბობს მინისტრის მოადგილე.
მედიაპლატფორმა „კაქტუსის“ მიერ მოპოვებული ანგარიში კი აჩვენებს, რომ საქართველოში მხოლოდ ერთ ხეობაში ფუნქციონირებს ადრეული შეტყობინების სისტემა, მაშინ, როცა ათობით მყინვარულ ზონას მაღალი რისკი ემუქრება.
კვლევა განსაკუთრებით მიუთითებს ოთხ საშიშ ადგილზე - ონი, მესტია, ახმეტა და ყაზბეგი, სადაც კატასტროფული პროცესების საფრთხე მაღალია, თუმცა ადრეული გამაფრთხილებელი ტექნოლოგიები არ არის დაყენებული.
გამოკვეთილია ამ ეტაპზე 7 ცხელი წერტილი, რომელიც რუკაზეა მონიშნული როგორც 7 წითელი რგოლი და 4 მუნიციპალიტეტი ნამდვილად არის გამოკვეთილი, ამ 4 მუნიციპალიტეტის ადგილები, სადაც ეს ცხელი წერტილები ემთხვევა, მაგრამ, რა თქმა უნდა, აუცილებელია და საჭიროა მთლიანია ნაგრაიშები გვქონდეს, რომელსაც თან ახლავს სატელიტური მონაცემები, რომელიც არის მაღალი გარჩევადობის, რაც აუცილებელია ამ მონაცემების სწორი ინტერპტრეტაციისთვის. არის მოქცეული გლოლა და შოვი, თავისთავად, და კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტი და შესაძლოა, ეს ისევ უკავშრდებოდეს განაშენიანობას და სამშენებლო გეგმებს, - ამბობს მედიაპლატროფმა "კაქტუსის" დამფუძნებელი ცირა გვასალია.
კვლევის მეორე ნაწილი გარემოს ეროვნულ სააგენტოს 15 ნოემბერს უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა დასრულდა თუ არა კვლევა და აქვს თუ არა ეს დოკუემნტი უკვე უწყებას, უცნობია.