ცესკოსთან დარბევის საქმე - "მოწამვლიდან 1 წლის შემდეგ, ჩემი ახლობელი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა"
2020 წელს ცესკოსთან დარბევის საქმე - გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ლაშა შერგელაშვილს "შაბათის ეთერთან" გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ ცესკოსთან აქციაზე წყლის ჭავლს ქიმიური ნივთირება გაურიეს, "პირველებმა" ის ხალხი იპოვა, ვისაც ეჭვი ჰქონდა, რომ 2020 წელს მათ წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერება იყო გამოყონებული.
მამუკა ბიბილაშვილი ამბობს, რომ ცესკოსთან მან და მისმა ბევრმა მეგობარმა მიიღო ინტოქსიკაცია. აქტივისტის თქმით, ერთი წლის შემდეგ ამ მეგობრებიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა.
მოხდა წყლის ჭავლის უეცარი მიშვერა აქციის მონაწილეებზე, რამაც გამოიწვია აქციის მონაწილეების მოწამვლა. ჩემი ათეულობით მეგობარი მოიწამლა. ერთ-ერთი ჩვენი ახლობელი, მოწამვლიდან ერთი წლის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მასაც ჰქონდა მოწამვლის შემდეგ ისეთი სიმპტომები - ხველა, წვა კანის, სუნთქვსი შეჩერება", - ამბობს მამუკა ბიბილეიშვილი.
ის, რომ 2020 წელს წყლის ჭავლში მართლაც იყო გაურკვეველი ნივთიერება შერეული ამას ეჭვობდა ბესო წერედიანიც. მისი თქმით, სახლში მისულს ისეთი სუნი ჰქონდა, რომ ტანსაცმელი გადასაყრელი გაუხდა.
თვითონ წყლის ჭავლიც ძალიან ძლიერი იყო. ჩემს მეგობარს ზაზა გუგავას თვალი დაუზიანდა, კინაღამ თავლსი გარეშე დარჩა, ხოდა მაშინ არ მიგვიქცევია ამისთვის ყურადღება, რადგან არც ამის გამოცდილება გვქონია. ჩავთვალეთ, რომ ეს ბუნებრივი იყო ამ ხსნარისათვის. მე პირადად თვალების წვა მქონდა რამოდენიმე დღე, შეშუპებული მქონდა ასევე, ორი-სამი დღე სუნთქვის პრობლემა მქონდა და გემო მქონდა საშინელი. ტანსაცმელს იმდენად აუტანელი სუნი ჰქონდა, რომ გადასაყრელი გახდა, ყარდა საშინლად", - აცხადებს ბესო წერედიანი.
ბესო წერედიანი ასევე საუბრობს ბბს-ის ფილმზეც და შემდეგ სუს-ის მიერ 6 დღეში ჩატარებულ გამოძებაზე. მისი თქმით, არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები, რომელსაც საერთაშორისო გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
მინდა ვუთხრა "ოცნებას", აჩემებული რომ აქვთ წინა ხელსიუფლებიი მიერ 7 ნოემბრის დარბევა, მაგ დარბევაზე არსებობს "ეფ ბი აის" დასკვნა, შესაბამისად მოიწვიონ ექსპერტები, სახმედრო ექსპერტები, ტოქსიკოლოგები, რომლებიც დაალაგებენ, როდის გაიცა ბრძანება, რომელ სათზე და წუთზე გაიცა, რა დოზით და რა არეალზე გამოიყენეს, ამონაწერები უნდა იყოს რაციიდან. ათასი კითხვა არსებობს, რომელზეც პასუხი ასე არ გაიცემა". - ამბობს წერედიანი.