ზურაბ ტუკვაძე ორჯერ არის გამოკითხული, მან თავი გადაირჩინა და ხელი დაადო ვასილ მხეიძეს - ადვოკატი
ჯარის ფულის მოპარვის საქმე - ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე, რომლსი ჩვენებაც საქმეში ჯუნშერ ბურჭულაძის და მისი სიძის, ვასილ მხეიძის წინააღმდეგ დევს ორჯერ არის გამოკითხული.
მეიძის ადვოკატსი, ტარიელ კაკაბაძის თქმით, პირველი გამოკითხმის ოქმის დროს ტუკვაძე სულ სხვა რამეს ამბობს, მეორე გამოკითხვის დროს კი რადიკალურად ცვლის პირველი გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულ ინფორმაციას.
ტუკვაძემ გადაირჩინა საკუთარი თავი, ხელი დაადო ვასილ მხეიძეს, მისცა ცრუ ჩვენება და მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად აღიარებს დანაშაულს, ის დღესაც არ არის პასუხისგებაში მიცემული - ამბობს ადვოკატი.
ბრალდების მხარე ვერ მიუთითებს ვერცერთ დამაჯერებელ მტკიცებულებაზე, რომლითაც დაამტკიცებდა ამ ბრალდებას. საქმეში დევს ერთადერთი მოწმის, გვარად ტუკვაძის გამოკითხვის ოქმები. ორჯერ არის ეს ადამიანი გამოკითხული. პირველი გამოკითხმის ოქმის დროს ამბობს აბსოლუტურად სხვა რამეს და მეორე გამოკითხვის დროს რადიკალურად ცვლის პირველი გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულ ინფორმაციას. ამ ადამიანმა გადაირჩინა საკუთარი თავი, ხელი დაადო ვასილ მხეიძეს, მისცა ცრუ ჩვენება და მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი პრაქტიკულად აღიარებს დანაშაულს, ის დღესაც არ არის პასუხისგებაში მიცემული"- ამბობს ტარიელ კაკაბაძე.
ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე ამტკიცებს, რომ ბურჭულაძეს ქრთამს შუამავლის საშუალებით ღარიბაშვილთან შეთანხმებით უგზავნიდა. ტუკვაძე ჩვენებაში პირდაპირ წერს, რომ მაშინდელ პრემიერთან იყო შეთანხმებული ჯარის ფულის მოპარვა.
- ზურა ტუკვაძე, „კიას ცენტრის“ და 10 -მდე კომპანიიის მფლობელი, 36 წლის ბიზნესმენია. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ის თავად აღიარებს, რომ წლების განმავლობაში, ჯარის ძარცვის სქემის თანამონაწილე იყო, თუმცა არ დაუკავებიათ, რადგან თავისუფლების სანაცვლოდ ხელი ჯუანშერ ბურჭულაძეს დაადო. სუს-ის ფაილების მიხედვით, 2025 წლის 18 ივლის აღიარებითი ჩვენება გამოძიებას ტუკვაძემ მისცა და მის კაბინეტში გამართული კონსპირაციული შეხვდრის შესახებ უამბო.
საქმეში ასევე დევს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის ჩვენებაც. პროკურატურამ დღეს დაადასტურა, რომ მან გამოძიებასთან ითანამშრომლა.
- არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, სწორედ ვლადიმერ ღუდუშაურმა მისცა ჩვენება ბურჭულაძის წინააღმდეგ.
საქმის ფარგლებში კიდევ ერთი დაკავებულის, გიორგი ხაინდრავას ადვოკატი, რიმა ჭკადუა ამბობს, რომ ღუდუშაურის ჩვენება მისი დაცვის ქვეშ მყფოის წინააღმდეგ საქმეში არ დევს.
- ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
- შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
- გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.