აქცია ვეღარ გაიმართება იქ, სადაც ხალხი ითხოვს - "ოცნება" შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს კვლავ ამკაცრებს
„ოცნება“ პროტესტის წინააღმდეგ - აქცია ვეღარ გაიმართება იქ, სადაც ხალხი ითხოვს. ივანიშვილის გუნდი შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს კვლავ ამკაცრებს.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დაჩქარებული წესით შედის.
დგინდება, რომ ხალხის მოძრაობის ადგილას აქციის გასამართად სავალდებულო გახდება სახელმწიფოს გაფრთხილება. პროექტის თანახმად, თუ შეკრება-მანიფესტაცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებებისა და ხალხის გადაადგილებას, სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილი იქნება მანიფესტაციის მონაწილეებს მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან სვლაგეზის შესახებ მითითება მისცეს. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.