გამოიყენეს თუ არა ტრიქლორეთილენი აქციების დასარბევად და რატომ არის ის უკიდურესად საშიში - მედიკოსების განმარტება

08.12.25 17:34
გამოიყენეს თუ არა ტრიქლორეთილენი აქციების დასარბევად და რატომ არის ის უკიდურესად საშიში - მედიკოსების განმარტება

რითი მოწამლეს მომიტინგეები - მედიკოსები იმ ქიმიური ნივთიერების საფრთხეებზე საუბრობენ, რომლის შეძენაც სუსმა დაადასტურა და თქვა, რომ ეს ნივთიერება შსს-მ 2007-2009 წლებში ნამდვილად შეიძინა. საუბარია ტრიქლორეთილენზე, რომელიც 2019 წლის ინვენტარის დოკუმენტის მიხედვით, 880 ლიტრიდან 260 ლიტრი შსს-ს უკვე გახარჯული ჰქონდა და დარჩენილი იყო 620 ლიტრი. არადა, სუსი ამტკიცებს, რომ ჯამში 880 ლიტრი ჩამოიწერა.

მედიკოსები აცხადებენ, რომ აღნიშნული ქიმიკატის გამოყენებამ ადამიანების წინააღმდეგ, შესაძლოა საბედისწერო შედეგები იქონიოს, რადგან ტრიქლორეთილენი მძიმე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს თითქმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სისტემაზე.

ქიმიკატის ზემოქმედების სიმძირზე პირველ რიგში ნარკოლოგები საუბრობენ. ზურა სიხარულიძე ხაზს უსვამს, რომ ტრიქლორეთილენი უბრალო გამხსნელი არაა, არამედ განსაკუთრებით მძიმე ნეიროტოქსინია, რომლის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საშიშია.

ეს არის ბევრად უფრო მძიმე ფორმის გამხსნელი, რომელიც არის ნეიროტოქსიური, რომელიც იწვევს ღვიძლის, თირკმლის და თავის ტვინის დაზიანებას, და ყველაზე მთავარი არის, რომ არ იხსნება წყალში, ის რჩება კანზე მყარი ნაწილაკების სახით და შემდგომა მეორე ნივთიერებას უწყობს ხელს, რომ უფრო მალე შევიდეს ორანიზმში. ანუ რომ იყოს CS და ტრიქლორეთილენი ნიშნავს, რომ ტოქსიურობა CS-ის თუ არის 1, ამ შემთხვევაში 10 შეიძლება, ჩაითვალოს. ამ ნივთიერების შენახვის ვადა არის 3-დან 5 წლამდე. თუ არის იდეალური პირობები - 10 წლამდე მაქსიმუმ. შემდეგ რა ნივთიერებად გადაიქცევა, კაცმა არ იცის და რამდენად მისი ტოქსიურობა გაიზარდა ან დააკლდა, - ამბობს ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე.

ექიმი გიორგი ახობაძე მიუთითებს, რომ იმ დღეებში დაფიქსირებული სიმპტომები - ძლიერი მომწამვლელი მოქმედება, კანის დაზიანებები, სასუნთქი გზების უკმარისობა, სრულად ემთხვევა ტრიქლორეთილენის ეფექტს. 

წყალში გახსნილი კარგად და კანონიერი ნივთიერებები მალონონიტრილი უნდა ყოფილიყო უფრო სუსტი და არა უფრო ძლიერი. შესაბამისად, ისმის კითხვა, რატომ იყო უფრო ძლიერი და რატომ იყო უფრო ძლიერი, ეს ჩანს იმ დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც მათ აღიარება გააკეთეს და "ჩამოვწერეთო" გვაჯერებენ, ტრიქლორეთილენზე მაქვს  ლაპარაკი. ანუ ყველა ნიშანი და ყველა ფაქტი, რომელიც იმ დღეებში იყო, მიუთითებს იმაზე, რომ ტრიქლორეთილენი აქვთ გამსხნელად ნახმარი. მისი საფრთხის მასშტაბი არის ძალიან დიდი დაწყებული კანის დაზიანებებით და სასუნთქი სისტემის დაზიანებებით და ა.შ., ყველა სისტემაზე ზემოქმედებს, ნერვიულ სისტემაზე, ანუ კანცეროგენია. ასევე მომაკვდინებელი დოზა, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება, მოხვდეს ორგანიზმში, როდესაც ასე წყლით ასხამ. არანაირ ობციაში ტრიქლორეთილენი შსს-ს საწყობში არ უდნა ყოფილიყო და იქ 880 ლიტრი, რომლიდანაც გახარჯული აქვს 260 ლიტრი და არც ის ვიცით,, სად წაიღეს, უფრო სწორად, გასაგებია, სადაც წაიღეს. ძალიან მარტივად მისახვედრია - შემოგვასხეს ზედ, - ამბობს გიორგი ახობაძე. 

ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი აღნიშნავს, რომ ტოქსინი, რომელიც სხეულში შედის, აუცილებლად აზიანებს ყველაზე მგრძნობიარე ორგანოებს — თირკმელებს და ღვიძლს, რომლებიც პასუხისმგებელია ორგანიზმის დეტოქსიკაციაზე. 

ის აუცილებლად იმოქმედებს შორეულ შედეგებზე და განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეს არის ტოქსინი და იმის გამო, რომ ეს ძალიან კარგად იხსნება სითხეში და რასაკვირველია, სისხლში და მიიტანება ყველა ორგანოში, აუცილებლად დააზიანებს ის გამომყოფ სისტემას, ანუ იმ ორგანოებს, რომლებსაც ევალებათ, პასუხს აგებენ ზედმეტი, არასასურველი ტოქსინების გამოყოფაზე ორგანიზმიდან. ეს გამოაქვს საშარდე გზებით, თირკმელით, და როგორ უნივერსალური ინტოქსიკატორი, ეს გახლავთ ღვიძლი, - ამბობს ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი.  

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და დასკვნა დადო. უწყების მტიცებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

სუსის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ არასამთავრობოები და ოპოზიცია. 

მსგავსი სიახლეები