უკრაინის პრეზიდენტი დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში ევროპელ ლიდერებს ხვდება

08.12.25 17:56
უკრაინის პრეზიდენტი დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში ევროპელ ლიდერებს ხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი, ემანუელ მაკრონი და ფრიდრიხ მერცი დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში მივიდნენ. უკრაინის პრეზიდენტი ევროპელ პარტნიორებს ხვდება.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ. ევროპას, უკრაინასა და აშშ-ს შორის ერთობა მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრის ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა შეხვერის დაწყებამდე. 

მოსალოდნელია, რომ შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიასთან კომენტარებს გააკეთებენ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ლიდერები „ყურადღებას გაამახვილებენ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და შემდეგ ნაბიჯებზე“

მსგავსი სიახლეები