"რეჟიმი კლავს" - ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

08.12.25 18:21
"რეჟიმი კლავს" - ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

"რეჟიმი კლავს" - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს. 

მოქალაქეები ითხოვენ მთავარ კითხვებზე პასუხს - რით მოწამლა აქციის მონაწილეები "ქართულმა ოცნებამ" და რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს მომიტინგეების დასაშლელად. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი, ექიმი ვახტანგ სურგულაძე განმარტავს, რომ მან გასულ წელს მინისტრს წერილი გაუგზავნა და ჰკითხა, თუ რა მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. 

წინა წლის 4 დეკემბერს მაქვს შეტანილი წერილი მინისტრის სახელზე, სადაც მოვითხოვე, რა მომწამვლელი ნივთიერებები იყო გამოყენებული, პასუხი იყო - ევროპაში რაც გამოიყენება. ვერც მაშინ და ვერც ახლა მე პასუხი ვერ მივიღე. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მოთხოვნაა, რომ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, ამის გამოცდილება აქვს მსოფლიოს. ნივთიერება არ დაასახელეს, რამდენი ადამიანი იყო დაზარალებული არ დაასახელეს და 3-4 დეკემბერზე ისაუბრეს და ნოემბრის ბოლო რიცხვებზე არ ისაუბრეს. პასუხი რო ვერ მივიღე ამიტომაც მოვედი," - თქვა ვახტანგ სურგულაძემ. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და დასკვნა დადო. უწყების მტიცებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

სუსის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ არასამთავრობოები და ოპოზიცია. 

მსგავსი სიახლეები