მკვლელობა ბორჯომში - მამაკაცმა თანასოფლელი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, მეუღლე კი დაჭრა
მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე- სოფელ საკირეში 36 წლის მამაკაცმა თანასოფლელი სანდირო თოფიდან სასიკვდილოდ დაჭრა, მეუღლეს კი ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.
საზარელი ამბის შესახებ მეზობლები დილით გაიგეს, თუმცა დეტალებზე საუბარი უჭირთ.
მოხდა მკვლელობა. ქალზე წააწყდა და ეგ იყო, მეტი არაფერი ვიცი, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108 , განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
მსგავსი სიახლეები
25.06.26 14:44
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.