რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ ახალგაზრდა კაცი და ქალი ბორჯომში- ტვ პირველმა მკვლელობის დეტალები გაარკვია

29.10.21 15:14
რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ ახალგაზრდა კაცი და ქალი ბორჯომში- ტვ პირველმა მკვლელობის დეტალები გაარკვია

რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ 36 წლის კაცმა ცოლი და თანასოფლელი, სოფელშ რამდენი ვერსიაზე საუბრობენ, ერთ-ერთი ეჭვიანობაა. საზარელი ამბის შესახებ მეზობლებმა დილით გაიგეს. 

,,პირველების" ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი 36 წლის ბორჯომის მკვიდრი, კობა სამსონიძეა. ხოლო მსხვერპლი, 40 წლის ვასილ ხალაძეა. სამსონიძემ სავარაუდო მსხვერპლი ჯერ სახლში მიიყვანა, შემდგომში მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც ხალაძე სანადირო იარაღიდან გასროლით ადგილზე დაჭრა, ხოლო მეუღლეს, 30 წლის ქალს, ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.

იცნობდნენ, ერთად გაზრდილები არიან, არავინ იცის, რა მოხდა. თოფით მოკლაო მეზობელიო და მეუღლე დაჭრაო. ერთმანეთში დაპირისპირება არ ჰქონდათ, ერთად ჭამდენენ, ერთად სვამდნენ, არ ვიცი, რა მოხდა. ასე ამბობენ, 4-ჯერ ჩაარტყა დანა მეუღლესო - ამბობს ,,პირველებთან" მოკლულის მეზობელი. 

შსს-მ ახალგაზრდა მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა, მას განზრახ მკვლელობას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კობა სამსონაძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.