2 გარდაცვლილი და 9 დაჭრილი - რა მოხდა ბრაუნის უნივერსიტეტში

14.12.25 20:38
2 გარდაცვლილი და 9 დაჭრილი - რა მოხდა ბრაუნის უნივერსიტეტში

აშშ-ში, როდ-აილენდში მდებარე ბრაუნის უნივერსიტეტში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაიჭრა. სროლა Barus & Holley-ის საინჟინრო შენობაში, გამოცდების პერიოდში მოხდა. 

Reuters-ის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს ბრალდებული და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დამატებით ეჭვმიტანილებს აღარ ეძებენ. გამოძიებაში ჩართულები არიან ფედერალური უწყებებიც, მათ შორის FBI. ჯერჯერობით არ სახელდება დაკავებულის ვინაობა და დაუდგენელია მოტივიც.

უნივერსიტეტში თავდასხმის შემდეგ გამოცხადებული იყო უსაფრთხოების მკაცრი რეჟიმი, რომელიც მოგვიანებით ნაწილობრივ მოიხსნა, თუმცა კამპუსის გარკვეული ზონები კვლავ გამოძიების ადგილად რჩება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაუნის უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტებიც სწავლობენ. გავრცელებული ინფორმაციით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები