ხანძარს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

19.12.25 16:52
ხანძარს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

ტრაგედია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში  ხანძარი გამთენიისას გაჩნდა.

ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია იყო მობილიზებული. ამ დრომდე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან გაუფრთხილებლობით განადგურებას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები