ვინ მფარველობდა "ქოლ-ცენტრებს" საქართველოში? - რას აშუქებდა მედია
ვინ მფარვლეობდა "თაღლითურ ქოლ-ცენტრებს" საქართველოში? დღეს პროკურატურა ამტკიცებდა, რომ თავისუფალი მედია ამ ფაქტებს არ აშუქებდა, რაც ტყუილია. ტელევიზიების არქივში ინახება არა ერთი რეპორტაჟი, რომელიც სწორედ "ქოლ ცენტრების" მუშაობას, მათ შორის ლილუაშვილის კავშირებს ეხება. მაშინ, 2 წლის წინ ლილუაშვილმა ორ ტელევიზიას - „ფორმულას” და „მთავარი არხს" უჩივლა, სასამართლომ კი ჟურნალისტები გაამტყუნა. დღეს კი ამ ბრალდებით უკვე გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს.
რამოდენიმე რეპორტაჟი როცა მოვამზადეთ და ვახსენეთ, რომ სუს-ის ხელმძღვანელი იყო დაკავშირებული ქოლ-ცენტრებთან. მაშინ გრიგოლ ლილუაშვილმა გვიჩივლა და სასამართლომ გაგვამტყუნა, თუ რატომ დავდეთ ამ პატიოსან კაცს ბრალი. თუ ლილუაშვილი იყო "თაღლითური ქოლ-ცენტრების" თავში, ცხადია, რომ ისევ სუს-ის გჰადაიბარებდა ამ ყველაფერს. ბოლოს ჰქონდა ახალი მისამართი მარშალ გელოვანზე, უფრო ადრე კოსტავაზე - ერთი თვის წინ ორთაჭალაში, პროკურატურის გვერდით. ჩნდება ლოგიკური კითხვა, ეს ახალი ქოლ-ცენტრები ვისია", - ამბობს ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ლილუაშვილი არ არის ერთადერთი მაღალჩინოსანი, რომელიც წლების განმავლობაში მედიების მხრიდან ქოლცენტრებთან კავშირში არიან მხილებულნი – მაგალითად, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ ასევე სასამართლო დავა მოუგო "ტვპირველს" იმ სიუჟეტის გამო, რომელშიც საუბარია, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე ჩართულია ქოლცენტრების საქმეში.
"ტვ პირველმა" მოამზადა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ, ალექსანდრე ჭიკაიძეზე ასევე სიუჟეტი. მან დაიწყო ცილისწამების დავა და უკვე, მეორე ინსტანციამაც დაადგინა, რომ "ტვ პირველმა" ცილი დასწამა ალექსადნრე ჭიკაიძეს. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მსგავსი სარჩელების მიზანი არის არა კონკრეტული ფაქტებსი დადგენა, არამედ დაშინება მაუწყებლის", - აცხადებს "ტვ პირველის" იურისტი, თორნიკე მიგინეიშვილი.
და ამ ფონზე ისმის კითხვა, სად არის პროკურატურის გამოძიებული საქმე ე.წ. სკამერების სკანდალზე - სუს-თან ახლოს გახსნილ ქოლ ცენტრზე? ჟურნალისტური გამოძიება, რომელზეც სტუდია მონიტორმა, “აი, ფაქტმა”, ფლანგვის დეტექტორმა, OCCRP და 30-ზე მეტმა საერთაშორისო მედიამ იმუშავეს, 5 მარტს გამოქვეყნდა. მათ დაადგინეს, რომ თბილისის ცენტრში მდებარე ქოლცენტრმა 2022-2025 წლებში ევროპასა და კანადაში მსხვერპლებისგან სულ მცირე 35 მილიონი დოლარი მოიპარა.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ქოლ-ცენტრს მართავს კომპანია, სახელად A.K. Group, რომლის მთავარი ოფისიც თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარეობს, სუს-ის შენობიდან 500 მეტრში. მათ დამატებითი ოფისი აქვთ შარტავას ქუჩაზეც.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურებსმა გამოძება დაიწყეს, თუმცა პროკურატურას საჯაროდ არ უთქვამს ვინმეს დაკავების შესახებ.
აღიძრა საქმე, მაგრამ ნახეთ, ჩვენ გვაქვს 2 დაკვირვება - პირველი ის არის, რომ ხელისუფლება ძალიან გვიან რეაგირებს ამ საქმეებთან დაკავშირებით და მეორე, არის ის, რომ ძირითადად აკავებენ ხოლმე დაბალი რანგის თანამშრომლებს - სკამერებს და მას შემდეგ, რაც ფულს აანაზღაურებენ, მოიტანენ რაღაცა შავი ფულის ნაწილს, იქაც სასჯელი მყისიერად გადაიხედებოდა ხოლმე და აი ახლა უკვე დააკავეს ძალიან მაღალი რანგის ადამიანი, რომელზეც ჩემი ღრმა რწმენით, გაჩნდა პოლიტიკური ინტერესი. მცირე ნაწილიო ასე თქვეს, ეს მფარველობდაო (ლილუაშვილი) აი ის დიდი ნაწილი რა იქნა, ვისაც ლილუაშვილი არ მფარველობდა? მათივე დასკვნიდან ასეთი კითხვა იკვეთება"- ამბობს ნინო ზურიაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დააკავა.
ყოფილ მაღალჩინოსანს ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლცენტრების მფარველობას ედავებიან.
როგორც გვარაკიძემ აღნიშნა, სუს-ის ექს შეფი ქოლ-ცენტრების საქმიანობას სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.
ასევე ნახეთ: