სამეგრელოში კაცი მოკლეს
მკვლელობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედაეწერში - "პირველების" ინფორმაციით, შუახნის კაცი ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან. როგორც შსს "პირველებს" უდასტურებს, მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.