“სფერო ჰოლდინგის“ საქმე - დაზარალებულებმა ჯერ კიდევ არ იციან, როდის აუნაზღაურდებათ ზარალი
12 მილიონის მითვისების საქმეზე ბრალდებული გივი წულესკირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
“სფერო-ჰოლდინგის“ დირექტორი რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა,რომ მოსამართლე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაში დაერწმუნებინა, თუმცა უშედეგოდ.
ბრალდებულმა წულეისკირმა დღეს პირველად მის ბიზნეს პარტნიორს დაადო ხელი და თქვა, რომ თაღლითური სქემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მიმალვაში მყოფი მურუსიძე იყო.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
დაზარალებულები ამბობენ, რომ ახლა მთავარია, მათ ზარალი აუნაზღაურდეთ, თუმცა, სახელწმიფო ბრალდებას ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, როგორ შეიძლება დაზარალებულები ის კუთვნილი თანხები დაუბრუნდეთ, რომლებსაც წლების განმავლობაში “სფერო ჰოლდინგის“ წარმომადგენლები პარავდნენ.
დაზარალებულების უკან დგანან ოჯახები, ავადმყოფი მშობლები, ავადმყოფი შვილები ჰყავს ზოგს. ზოგმა სახლები გაყიდა და აქ მოიტანა, რომ ცხოვრების პირობების გაუმჯობესება უნდოდა, რა გააკეთეს. ისე ისე ვართ, ქუჩაში, ზოგიერთი 3-4 სამსახურში მუშაობს, რომ ბინის ქირა მაინც გადაიხადოს. 1, მაქსიმუმ 2 თვე და ყველაფერი მოგვარდებაო, მოაგვარეს რამე? რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ. როგორ უნდა ვენდოთ ამათ, მურუსიძე დაჭერილიც კი არ არის?- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
ცნობისთვის, "სფერო ინვესტი" დაზარალებული მოქალაქეებისგან თანხმობას და დახმარებას ითხოვდა იმისთვის, რომ კომპანიის დაკავებულ ხელმძღვანელს პატიმრობა გირაოთი შეუცვალონ. 6 დეკემბერს გიგა წულეისკირის და გიორგი მურუსიძის ადვოკატებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც თქვეს რომ ბრალდებულ ბიზნესმენებს კრიზისის დასრულების გეგმა აქვთ და მხოლოდ სამართლებრივი საკითხების მოგვარების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი დაზარალებულებისთვის კუთვნილი ბინის ფულის დაბრუნება.
- შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.