დე ფაქტო რეჟიმი ქართველ აქტივისტს ჯაშუშობას ედავება - რას აკეთებს "ოცნება" თამარ მეარაყიშვილის გასათავისუფლებლად

23.12.25 20:48
დე ფაქტო რეჟიმი ქართველ აქტივისტს ჯაშუშობას ედავება - რას აკეთებს "ოცნება" თამარ მეარაყიშვილის გასათავისუფლებლად

ვიდეომიმართვის გამოქვეყნების შემდეგ ქართველი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში აღმოჩნდა. ის ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში დე ფაქტო ლიდერთან, ალან გაგლოევთან შეხვედრის მოთხოვნით საპროტესტო აქციისა და შიმშილობის დაწყებას დღეს გეგმავდა, თუმცა აქტივისტი გუშინ, დღის პირველ ნახევარში, საკუთარი საცხოვრებელი სახლში დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურა ქართველ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს ჯაშუშობის ბრალდებას უყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. გამოძიებამ ჯაშუშობის ნაწილად ჩათვალა მეარაყიშვილის კომუნიკაცია როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო მედიასთან. აქტივისტი პერიოდულად სტატიებს ონლაინმედიისთვის წერდა.

დე ფაქტო რეჟიმის მიერ წარდგენილი ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ქმედებები „ჯაშუშობის ნიშნებს“ შეიცავს, რის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეს 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამ ეტაპზე თამარ მეარაყიშვილს ადვოკატი არ ჰყავს. მისი მეგობრების ინფორმაციით, დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აქტივისტის საცხოვრებელ სახლში შევიდნენ და იგი ძალის გამოყენებით გადაიყვანეს ე.წ. სუსში.

დაკავების გარემოებები და მისი სამართლებრივი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები