“დაშინებისა და რეპრესიების ახალი ტალღა“ - საპროტესტო აქციების მონაწილე სასამართლოში დაიბარეს
საპროტესტო აქციების მონაწილე, ანი ახმეტელი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქალაქო სასამართლოდან დაუკავშირდნენ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევას ედავებიან.
მისი თქმით, საქმე ეხება 2025 წლის 17 დეკემბერს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დროს ტროტუარზე დგომას.
“ეს არის პირველი პრეცენდენტი, ჯერ აქამდე ასეთი ფაქტი არ მომხდარა, არ ვიცი რა აქვთ ჩაფიქრებული“,- წერს ახმეტელი.
და დაიწყო დაშინებისა და რეპრესიების ახალი ტალღა. დღეს დამირეკეს საქალაქო სასამართლოდან და მედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევას, 2025 წლის 17 დეკემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ტროტუარზე დგომით შემიქმნია დაბრკოლება/შეფერხება ხალხისთვის, რითაც დაირღვა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნტის მოთხოვნები.
ეს არის პირველი პრეცენდენტი, ჯერ აქამდე ასეთი ფაქტი არ მომხდარა, არ ვიცი რა აქვთ ჩაფიქრებული. მოკლედ, 25 დეკემბერს 11 საათზე ჩამინიშნეს პროცესი მოსამართლე ზვიად ცეკვავასთან, 41-ე დარბაზში(რა სიმბოლურია)ბრძოლა გრძელდება. ამ უსუსური ქმედებებით ვერ დაგვაშინებენ და ვერც შეგვაჩერებენ. ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, - წერს ანი ახმეტელი.